„41°-ს რომ ასცდა ჩემი სხეულის ტემპერატურა, დავიძინე... ვხედავ, თეთრწვერა კაცი მოდის...“ - რას წერდა ახალგაზრდა ქალი გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე

25-09-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

გორი (ატენი) გარდაცვლილი 31 წლის მარგო პავლიაშვილის პოსტს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალმა გასულ წელს, ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნისას დაწერა და ახლობლები გაამხნევა.

„გუშინწინ 41°-ს რომ ასცდა ჩემი სხეულის ტემპერატურა, ვიფიქრე, - დადგა ჩემი აღსასრულის დღე მეთქი. აბა, არაფერი მაბადია და ანდერძის დაწერას აზრი არა ჰქონდა.  გადავბრუნდი და დავიძინე. ვხედავ, თეთრწვერა კაცი მოდის. ვიფიქრე, უკვე იქა ვარ მეთქი.

მოვიდა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, - ნუ გეშინია შვილო, ღმერთს თავისთვის კარგები უნდაო. ჰოოდა,  მერამდენედ გადამარჩინა ჩემმა მამაძაღლობებმა. იგრიალე, ოქრო.“

ემიგრანტებო ის უსაყვარლესი გოგონა, იყო თავისი უკეთილესი გულით და პოზიტიური თვისებებით გამორჩეული… ის - მხოლოდ 31 წლის იყო. დატოვა ორი მცირეწლოვანი ანგელოზი... მარგო ავმა სენმა წაგვართვა...“ - ვკითხულობთ შოთო სიხარულიძის ფეისბუკ პოსტში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები