სოფელ ნიქოზში, სტადიონზე, 10 წლის ბავშვს დენმა დაარტყა - რა ხდება ადგილზე

24-09-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, ახალგახსნილ საფეხბურთო სტადიონზე გუშინ, 23 სექტემბერს, 10 წლის ბავშვს დენმა დაარტყა.

მოზარდი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოები, სავარაუდოდ, უხარისხოდ შესრულდა.  

აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები