29 წლის იყო - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვრცელდება.
29 წლის თამარ მენაბდიშვილს თავის ტვინის სისხლძარღვების ფუნქციის დარღვევა, თავისა და ზურგის ტვინის მანკები ჰქონდა. მდგომარეობა მძიმე იყო და ექიმებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.
,,ამ წუთებში ეს შემზარავი ამბავი შემატყობინეს. გუშინ საქართველოდან მისი გაუბედურებული დედა ჩამოფრინდა. არ ვიცი, გონებაზე თუ იყო და თუ მოასწრო მონატრებული დედის ჩახუტება და სითბო.
ნაადრევად დაასრულა ემიგრაციაში სიცოცხლე ჩვენმა მზე გოგომ.
ვაი, შენს განადგურებულ დედას, არ არსებობს სანუგეშებელი სიტყვები...,“ - წერენ სოციალურ ქსელში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები