რა ინფორმაცია ვრცელდება 24 წლის ბიჭზე, რომელსაც ბათუმში კატერი შეჯახა

07-09-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

ბათუმში 24 წლის ბიჭს კატერი შეეჯახა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TV25.GE ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში სერფინგის დაფით იყო შესული, რა დროსაც მას კატერი დაეჯახა.

გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი მძიმე ტრამვებით კლინიკაში მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებაში მედიასაშუალებას უთხრეს, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, მძიმეა.  TV25 წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 5 სექტემბერს მოხდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები