"ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა..." - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

30-08-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

"30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა, რამაც აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - ნათქვამია განცხადებაში.

მოგეხსენებათ, გუშინ დედაქალაქში უხვი ნალექი მოვიდა, რის შედეგადაც არაერთი რაიონი დაზარალდა. მათ შორის ყველაზე მეტად გლდანი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები