"ყოველ წელს გაბრწყინებული თვალებით გველოდებოდი რაჭაში... ეს საშინელება მოხდა და დაგვტოვე" - სალომე ხეთაგურს დაბადების დღეს ულოცავენ

29-08-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

შოვში გარდაცვლილ სალომე ხეთაგურს სოციალურ ქსელში მეგობრები დაბადების დღეს ულოცავენ.

,,მიყვარს ჩვენი ერთად გატარებული ყოველი დღე, მიყვარს ჩვენი ბავშვობის მეგობრობა, დაქალობა და საერთოდ ყოველი დღე.

მიჭირს ამ ემოციის გამოხატვა, რასაც ახლა ვგრძნობ.

ყოველ წელს გაბრწყინებული თვალებით გველოდებოდი რაჭაში, შენს დაბადების დღეზე, როდის შემოვაღებდით კარს... და როცა დავაპირეთ, რომ ამ დღეს ყველა ერთად ბედნიერად შევხვედროდით და ჩამოვსულიყავით ეს საშინელება მოხდა და დაგვტოვე... ჩემი ნაწილი ხარ.

მიჭირს შენს გარეშე, რთულია როცა ვერანაირი სიტყვა ვერ გაძლევს იმედს, რთულია დამშვიდება და ფიქრი იმაზე, რომ სადაც ხარ, კარგად ხარ...

მიყვარხარ, გილოცავ დაბადების დღეს...", - წერს გვანცა ნაოჭაშვილი სოციალურ ქსელში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები