"ვაიმე, როგორ მტკივა გული... ტვინიდან ვერ ვიგდებ ამ საშინელ ამბავს..." - ზაზა მესხს ემოციურად ემშვიდობებიან
როგორც მოგეხსენებათ, შოვში გარდაცვილებს შორის კიდევ ერთი ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა. იგი ზაზა მესხია.
მის შესახებ "პრაიმ ტაიმს" მეგობარი ესაუბრა.
"ზაზა ბათუმელია, მეექვსე სკოლა დაამთავრა, შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, წლებია ჰოლანდიაში ცხოვრობდა; ქალაქ Utrecht-ში, არაჩვეულებრივ სახლში;
პირველი ცოლი ჰოლანდიელია, მასთან ერთი გოგო დარჩა ზაზას.
საქართველოზე უკიდეგანოდ იყო შეყვარებული;
ალინა რომ შეირთო ცოლად, ქორწილი თბილისში გადაიხადეს.
ვაიმე, როგორ მტკივა გული... ტვინიდან ვერ ვიგდებ ამ საშინელ ამბავს - მთელი ოჯახი დაიღუპა, შეიძლება შექანდე ჭკუიდან...
მაინცდამაინც იმ დღეს ჩავიდნენ შოვში... ბრაზი მახრჩობს, ნეტავ არ ჩამოსულიყო..."
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები