"ტყუპი შვილების მამას გულმა მაინც ვერ გაუძლო... გმირები არ კვდებიან, ისინი რჩებიან..." - სამწუხარო ინფორმაცია

25-08-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

სამწუხაროდ, უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.

გარდაცვილი ალექსანდრე ხუსკივაძეა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

,,ჩემი ყოველი ახალი სტატუსის გამოჩენაზე ვისაც გული გეკუმშებათ, მართალი ხართ:

ამჯერადაც ცუდი ამბის მაცნე ვარ: უკრაინისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი დაღუპული ქართველი გვყავს: ერთ-ერთ შეტაკებაში 21 დღის წინ დაჭრილი ალექსანდრე ხუსკივაძე კლინიკაში გარდაიცვალა...

ტყუპი შვილების მამას გულმა მაინც ვერ გაუძლო... 

სამძიმარი ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და დიდება გმირებს! გმირები არ კვდებიან, ისინი რჩებიან!!! ", - წერს ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები