"მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც, დიდი ალბათობით, ზაზა მესხისაა..." - რას წერს ზაზას ყოფილი მეუღლე

25-08-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"დღის ბოლოსკენ სიახლე შემოვიდა: მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა. დნმ ტარდება და უახლოეს დღეებში 100 პროცენტით გვეცოდინება. ასევე ნაპოვნია ბიჭის ცხედარი, ანალიზს ველოდებით, რომ გავიგოთ ვის ეკუთვნის",- წერს იგი.

შეგახსენებთ, რომ შოვში გუშინ კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 28-ზე მეტია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები