"ვაიმე ნათი. ეს რა გავიგე, არ მჯერა ვერ დავიჯერებ..." - გურჯაანში ავარიას ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა
გუშინ, გურჯაანში უმძიმესი ავარია მოხდა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, ოჯახი სოფელ ჩუმლაყიდან ახაშენში ბრუნდებოდა, რა დროსაც მანქანა ხეს შეეჯახა. ავტომობილი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
ავარიას 7 წლის ბიჭ გადაურჩა, რომელმაც მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მოზარდს მშობლები და 4 წლის ძმა, სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირნენ.
„ვაიმე ნათი. ეს რა გავიგე, არ მჯერა ვერ დავიჯერებ, რომ აღარ ხარ ღმერთო ეს რა უსამართლობაა. ყველაზე თბილო, ყველაზე უსაყვარლესო, უწყინარო, უკარგესო ადამიანო სიტყვები არ მყოფნის და ყველაზე ყველაზე გიჟი დედა იყავი ბავშვებს რომ ტოვებდი როცა ჩემთან მოდიოდი სულ ტელეფონზე რეკავდი სულ დაძაბული იყავი გულის ყური ბავშვებისკენ გქონდა რომ არაფერი ეტკინათ ახლა როგორ დატოვე შენი პატარა
და ასე მეუბნევოდი ვერ ვაპატიებ ჩემ თავს ბავშვებმა რომ რამე იტკინონო.
ისევ ისეთი ხალისიანი მემახსოვრები ნათი როცა პირველად მოხვედი ჩემთან წლების წინ როცა შენი ჯვრისწერა იყო. მშვიდად განისვენე შენს ოჯახთან და შენს პატარასთან ერთად. ძალიან ძალიან მენანები ვიზიარებთ ოჯახის უდიდეს ტრეგედიას“,- წერს ახლობელი.