შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის შვილს, 4 წლის ლუსის, ხალხმა ბინის ფული შეუგროვა

18-08-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

"რადიო თავისუფლებას" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული სოფო ბაკურაძის შვილს, ლუსის, ხალხმა ბინის ფული შეუკროვა.

სოფო ბაკურაძე მარტოხელა დედა იყო, იგი გლოლაში ცხოვრობდა.

მისი ძმის განცხადებით, ლუსისთვის დედის გარდაცველების შესახებ ჯერ არაფერი უთქვამთ.

„ბავშვის როგორ უნდა ვუთხრათ, არც ვიცით, ჯერ ვერც გაიგებს. რამდენიმე ფსიქოლოგს ვესაუბრე, კიდევ დავუკავშირდები მომავალში.

23 წლის იყო ჩემი და. ამ ასაკში იწყებს ხალხი ცხოვრებას. მხოლოდ ბავშვი დატოვა, სამი წელიც ვერ მოასწრო მასთან ყოფნა." - ამბობს მისი ძმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები