ქართველ ქალს, რომელმაც ახალშობილი ნაგვის ურნასთან დატოვა, ბავშვის დაბრუნება სურს

18-08-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველმა ქალმა ტარანტოს ნაგავსაყრელთან ჩვილი დატოვა, თუმცა ახლა მისი დაბრუნება სურს.

როგორც ირკვევა, ქალმა მისი მიტოვება გადაიფიქრა და სურს, რომ შვილი თავად გაზარდოს.

"სამსახურის დაკარგვის მეშინოდა“, - უთხრა ახალგაზრდა ქალმა გამომძიებლებს, რომლებიც არასრულწლოვნის მიტოვების საქმეს იძიებენ.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რას გადაწყვეტს შესაბამისი უწყება აღნიშნულ საქმეზე. არსებობს შანსი, რომ 23 წლის ქალი დააკავონ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები