მშობლები და ძმა დაკარგა - უმძიმეს ავარიას გადარჩენილი 7 წლის ბიჭი

17-08-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

გუშინ, გურჯაანში უმძიმესი ავარია მოხდა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ცნობილია, ოჯახი სოფელ ჩუმლაყიდან ახაშენში ბრუნდებოდა, რა დროსაც მანქანა ხეს შეეჯახა.

ავარიას 7 წლის ბიჭ გადაურჩა, რომელმაც მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მოზარდს მშობლები და 4 წლის ძმა, სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირნენ.

„ბავშვის მდგომარეობა ამჟამად, სტაბილურია. მრავლობითი მოტეხილობები აქვს. პროგნოზებს არ გავაკეთებ, მაგრამ მაინც მძიმე განვითარებას ამ ეტაპზე არ ველოდებით. პაციენტის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავახმოვანებ“,- განაცხადა ექიმმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები