„იპოვეს ფრაგმენტები (რა საშინელი სიტყვაა)... შენ ისეთი ლამაზი იყავი, ღმერთსაც შეეცოდე და სრულყოფილი დაგვიბრუნდი სახლში...“ - შოვის ტრაგედია, სალომე ხეთაგური

17-08-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

შოვში, 15 აგვისტოს, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედარი სალომე ხეთაგურს ეკუთვნის.

სოციალურ ქსელში მოზარდს ახლობლები და მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან.

„ხანდახან უდიდეს ტკივილშიც კი გაგაოცებს ბუნება... მაშინ, როცა ამდენი სულისშემძვრელი ინფორმაცია მოდის შოვიდან. ძალა აღარ გაქვს მოისმინო... ელოდები. იქნებ იპოვონ შენი ოჯახის წევრი მიცვალებული მაინც... გიჭირს იმის გაფიქრება, ფრაგმენტები (რა საშინელი სიტყვაა) არ იყოს ცალ-ცალკე.

ჩემო სალომე (ხეთაგური) შენი მხიარული სახე კი ჩააქრო ბოროტმა სიკვდილმა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყავი, ღმერთსაც კი შეეცოდე და ამ ჯოჯოხეთში სრულყოფილი დაგვიბრუნდები სახლში შენს სახლში ჩემო პატარა ანგელოზო... კიდევ მადლობა მაშველებს.. მოხალისეებს ჯარს.. სრულიად ყველას..ეს სახელმწიფოა.. ეს საქართველოა, დიდი ტკივილით..

გადარჩენილებმაც და გარდაცვლილების ახლობლებმა ტაძარში ვილოცოთ მათი სულებისთვის.. ასე უფრო სულიერ სიმშვიდეს შევინარჩუნებთ..

P.s. სალომეს გადმოასვენებენ თავის სახლში ზეგ, 18-ში ვარკეთილის დასახლება, გუდამაყრის 22-ში.

.ჩემო ანგელოზო დისშვილიშვილო, დიდი ტკივილი შემოიტანე მიშა ბაბუს და შუშანა ბებოს მონაგარში....“ - წერს ახლობელი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები