"ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა... ბოდიშს გიხდით" - The killers განცხადებას ავრცელებს

16-08-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

გუშინ, ბლექ სი არენაზე მიმდინარე კონცერტის დროს მომხდარ ფაქტზე ჯგუფი Killers სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს.

"კარგო ადამიანებო საქართველოდან, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა. ჩვენ დიდი ხნის ტრადიცია გვაქვს, ხალხს დრამზე დასაკვრელად სცენაზე ვეპატიჟებით. თავდაპირველად, დარბაზში მყოფი მსმენელების რეაქციით ჩანდა, რომ თითქოს აუდიტორიიდან სცენაზე ამოყვანილი ადამიანი მისაღები იყო.

ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც გულისხმობდა, რომ The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი "ძმები და დები" არიან, შესაძლოა, არასწორად იქნა გაგებული. ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა და ბოდიშს გიხდით. თქვენთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით, - წერია განცხადებაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები