"ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს " - ბლექ სი არენას განცხადება

16-08-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

ბლექ სი არენა გუშინდელ შემთხვევაზე, კერძოდ, ჯგუფი "Killers"-ის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანის შესახებ, განცხადებას ავრცელებს.

"გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია", - წერს კომპანია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჯგუფის სოლისტმა რუსი მსმენელი სცენაზე მიიწვია და პროტესტის შემდეგ, მაყურებლების ნაწილმა კონცერტი დატოვა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები