"რუსი სცენაზე აიყვანა... რუსები და ქართველები ძმები ხართ და გაბრაზებთო..." - რა მოხდა "ბლექ სი არენაზე"

15-08-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

"ბლექ სი არენაზე" "Killers"-ის კონცერტის მიმდინარეობისას მთავარმა სოლისტმა სცენაზე რუსი მსმენელი დრამერად აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბექა ყორშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"თურმე Black Sea Arena-ზე ახლა Killers-ის კონცერტია. ბენდის მთავარმა სოლისტმა რუსი მსმენელი აიყვანა სცენაზე დრამერად, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა. პასუხი კი ასეთი იყო: რუსები და ქართველები ძმები ხართ და ვერ ვხვდები, რა გაბრაზებთო. 

ამის შემდეგ ახალგაზრდების ნაწილმა დატოვა კონცერტი და გარეთაა გამოსული. 

ვინც შიგნით ხართ დარჩენილები, მიბაძეთ მათ, ვინც გარეთ არიან და აპროტესტებენ. 

შეინარჩუნეთ სახე და ღირსება." - წერს იგი სოც.ქსელში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები