სტიქიის ადგილას შვილთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა - ​შოვში დაღუპულთა შორის კიდევ ერთი პირია იდენტიფიცირებული

14-08-2023
გიორგი ზ.
Aa

შოვში დაღუპულთა შორის იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი პირი - მანანა ჯაჭვაძე.

ჯაჭვაძე სტიქიის ადგილას შვილთან - მარინა ხორბალაძესთან - და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ბავშვის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება - მაშველები 4 წლის გიორგის ჯერ კიდევ ეძებენ.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა.

მათგან 22 იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები