"ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი წარმატებული მოსწავლე...“ - სამუსიკო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

14-08-2023
გიორგი ზ.
Aa

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი მოსწავლის მარიამ ბოყოველის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"უდიდეს ტკივილს განვიცდით. ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლე, მარიამ ბოყოველი.

 ვუსამძიმრებთ ოჯახს, გამწარებულ მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, ვუსამძიმრებთ მარიამის პედაგოგებს, განსაკუთრებით, ქალბატონებს: ლავალეტა წოწერიას და ციცინო თოდუას, რომლებიც ბავშვობიდან ზრუნავდნენ ამ ნიჭიერი და იმედისმომცემი გოგოს მუსიკალურ აღზრდაზე, მის წინსვლასა და წარმატებებზე.

უფალმა მიიბაროს მარიამის ლამაზი სული, შეიწყალოს და დაამკვიდროს მარადიულ სასუფეველში!“ - ნათქვამია სასწავლებლის სამძიმრის პოსტში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები