"ლუსი ახლობლებთანაა, ისევ სჯერა, რომ დედა კანფეტზეა წასული...“ - შოვში 23 წლის სოფო ბაკურაძის გარდაცვალება დადასტურდა
"3 აგვისტოს, დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, იმის მერე არავის აღარ გვინახავს. ლუსი ახლობლებთანაა, ისევ სჯერა, რომ დედა კანფეტზეა წასული...“ - შოვში 23 წლის სოფო ბაკურაძის გარდაცვალება დადასტურდა.
"სოფო ბაკურაძე მუშაობდა შოვში.. იყო მარტოხელა დედა, ყოველ ზაფხულს დადიოდა შოვში - მუშაობდა დამლაგებლად.3 აგვისტოს, დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, იმის მერე არავის აღარ გვინახავს. ვეძებდით ცხედარს. ამოცნობაზე ვიყავით წასულები - ველოდებოდით დნმ-ის პასუხს. ლუსი ახლობლებთანაა, ისევ სჯერა, რომ დედა კანფეტზეა წასული", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები