შოვში ერთ-ერთი დაღუპული 23 წლის სოფო ბაკურაძეა

13-08-2023
გიორგი ზ.
Aa

შოვში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა. ინფორმაცია ფორმულას ოჯახმა დაუდასტურა.

სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო სოფელ გლოლადან. ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა. მას 4 წლის შვილი, ლუსი დარჩა. ლუსის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციას რაჭის ახალგაზრდული ასამბლეას ანგარიში აქვს გახსნილი:

599700499 — ანი

59821195 — ლამარა

TBC #GE67TB7993945064300064 — მიმღები ლამარა ბოჭორიშვილი

Bank of Georgia #GE27BG0000000565975342 — მიმღები ნინო (ნანა) სოხაძე

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 ადამიანი კვლავ იძებნება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები