უბედურება ისაა, რომ ეს ყველაფრის დასაწყისია ბაადურ უკლება შოვის ტრაგედიაზე

08-08-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

მთელი უბედურება ის არის, რომ ეს ყველაფერი, მგონი, დასაწყისია," - ამ განცხადებას ჰიდროლოგი ბაადურ უკლება აკეთებს.

ჰიდროლოგის თქმით, ქვეყანაში გამართული მონიტორინგის სისტემა რომ არსებობდეს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ექნებოდა ინფორმაცია შეგუბებული წყლის შესახებ და სტიქიის პრევენციის მიზნით, ამ წყალს გამოუშვებდნენ. ჰიდროლოგი იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რაც დღეს სამეცნიერო სფეროს აქვს. 

რომ გაწმენდილიყო თავის დროზე გადაღობილი და შეგუბებული წყალი და გამოეშვათ თუნდაც პატარა არხით, შეიძლება ასეთი კატასტროფა არ მიგვეღო. უნდა ყოფილიყო გეოლოგი, უნდა ყოფილიყო ჰიდროლოგი და გაეკთებინათ ერთიანი დასკვნა, მაგრამ ეს ექსპედიციები აღარ ფინანსდება, სამეცნიერო ინსტიტუტები აღარ არსებობს. ძალიან რთული და კატასტროფული სიტუაციაა, მთელი უბედურება ის არის, რომ ეს ყველაფერი, მგონი, დასაწყისია,“ - ამბობს ბაადურ უკლება.  

წყარო: ტვ პირველი


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები