ზღვაში საბანაოდ შევიდნენ და გაუჩინარდნენ - ფოთში 2 მოზარდი დაიხრჩო

07-08-2023
გიორგი ზ.
Aa

ფოთში, ზღვაში ორი მოზარდი დაიხრჩო. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოზარდები ზღვაში საბანაოდ შევიდნენ და გაუჩინარდნენ.

ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი უკვე იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს მეორე მოზარდის სამძებრო სამუშაოები.

ადგილზეა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები