"ბაჩის უნდა იცნობდეთ, ორი დღეა შოვი - თბილისის გზაზეა გადებული მანქანით და..." - რას წერენ ახალგაზრდა კაცზე სოციალურ ქსელში

07-08-2023
გიორგი ზ.
Aa

შოვის ტრაგედიის გარშემო უამრავი ადამიანი გაერთიანდა, და ვისაც როგორ, რა ფორმით შეუძლია, ჩართულია მოხალისეობრივ საქმიანობაში. 

ფეისბუქ გვერდი ,,თათები" სოციალურ ქსელში ახალგაზრდა კაცის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,ბაჩის უნდა იცნობდეთ. ეს ბიჭი დაგვატარებს ხოლმე მე და თიკოს ჩვენი ცხოველებით.  

ორი დღეა შოვი - თბილისი გზაზეა გადებული მანქანით და ფიზიკურად გვეხმარება დახმარების გადატანა-გადაზიდვაში.

საწვავის ღირებულების გარდა კაპიკი არ გამოგვართვა ეს დღეებია და მთელი სამუშაო დღეები დაგვითმო.  

ყველა იმ ფორმით ვართ ჩართული. როგორც შეგვიძლია. ბაჩი, ჩვენი გმირი ხარ", - წერს გვერდი ,,თათები" სოციალურ ქსელში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები