"დილის 8 საათიდან წვიმაში ხატავდა ჩემი და სოფოს სტენსილს…" - ოთო ნემსაძე გიორგი ყარალაშვილზე
სამწუხაროდ, გუშინ სტიქიის ზონაში გიორგი ყარალაშვილის გარდაცვალება დადასტურდა.
ახალგაზრდა მამაკაცს ახლობლები და მეგობრები ემოციურად დაემშვიდობნენ.
მასთან დაკავშირებით წერს ასევე მომღერალი ოთო ნემსაძე.
„ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს მედგა ეს მაგარი კაცი გვერდში. დილის 8 საათიდან წვიმაში ხატავდა ჩემი და სოფოს სტენსილს… ძალიან მაგარი ბიჭი წაგვართვა უბედურებამ. მშვიდად განისვენე მეგობარო, მადლობა საჩუქრისთვის“,- წერს ოთო ნემსაძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები