"მთელი სიღნაღი ტირის... ქუჩაში მომღიმარ ადამიანს ვერ ნახავთ..." - ახლობლები ახალგაზრდებს ემოციურად ემშვიდობებიან
შოვში დატრიალებულ ტრაფედიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მათ შორის გიორგი და სოფო ყარალაშვილების და დავით ბერიაშვილის.
მათთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი ვრცელდება.
„სრულიად სიღნაღის რაიონი ტირის, ქუჩაში მომღიმარ ადამიანს ვერ ნახავთ, ყველა ოჯახმა საკუთარი ტკივილივით განიცადა ეს ტრაგედია.
დათუნა ბავშვობიდან მახსოვს უსაყვარლესი, უჭკვიანესი სოფი, ღიმილა გოგო, ჩემთან მოდიოდა ხოლმე კუთხეში. გიოს შორიდან ვიცნობდი უნიჭიერეს პიროვნებად. თქვენს მშობლებს სამძიმარი როგორ უნდა ვუთხრათ აზრზე არ ვარ.
იმიერში ტკბილად განისვენოს თქვენმა, პატარა და ლამაზმა სულებმა“, - წერს ოჯახის ახლობელი.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები