„ჩემი სიცოცხლე აღარ არის, ჩემი ლუკა“ - შოვში სტიქიას პატარა ლუკა ემსხვერპლა
ონის მუნიციპალიტეტში, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილებს შორის პატარა ლუკაცაა.
„ჩემი სიცოცხლე აღარ არის - ჩემი ლუკა. გამიფრინდა ანგელოზი. როგორ მენატრებოდი და გენატრებოდი.. როგორ გიხაროდა რომ მალე მნახავდი. ჩემო პატარა მეყვარები სამუდამოდ. როგორი უსამართლოა ცხოვრება რომ შენი თავი წაგვართვა. ყველაზე დიდი ტკივილი ხარ ჩვენი ...“,- წერს ბავშვის ახლობელი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები