"დღეს ადგილზე არ დამხვდა... ახლაც მეტირება..." - ჟურნალისტი შოვში მიმდინარე ამბებზე

06-08-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

"პალიტრანიუსის" ჟურნალისტი სალომე ჯაფარიძე შოვში მიმდინარე ამბებზე ჰყვება.

„მოგიყვებით ერთ-ერთი დაკარგული ადამიანის ოჯახის წევრზე, რომელსაც ყველაზე მეტად დავუახლოვდი და 2 დღის განმავლობაში ვცვლიდით ინფორმაციას, ვამხნევებდი, იმედს ვაძლევდი, შეიძლება ეს ცუდიც არის, მაგრამ ვცდილობდი, რომ მხნედ ყოფილიყო, გუშინ ძალიან ნერვიულობდა და მიუხედავად ამისა, საკვებით გაგვიმასპინძლდა, დღეს ადგილზე არ დამხვდა და როდესაც ვიკითხე, სად იყო, მითხრეს, რომ მისი ოჯახის წევრი, სავარაუდოდ, გარდაცვლილი იპოვეს, ეს ეპიზოდი ყველაზე მძიმედ დამამახსოვრდება მთელი ცხოვრების განმავლობაში… ახლაც მეტირება…

განსაკუთრებული გვერდზე დგომის, თავდადების, ემპათიის და მეგობრობის მაგალითია ის, რასაც რაჭველები აკეთებენ, ადგილობრივები მოხალისეები და „წითელი ჯვარი“ თითოეულ აქ მყოფს უმასპინძლდებიან, პირველადი საჭიროების ნივთებს ურიგებენ და მაქსიმალურად ცდილობენ თითოეულ აქ მყოფ ადამიანს მდგომარეობა შეუმსუბუქონ, ყოველ ნაბიჯზეა სპეციალური პუნქტები, ადგილობრივები საკუთარი რესურსებით ცდილობენ დაკარგულების მოძებნას. ძალიან ემოციური იყო და ალბათ ყველაზე მეტად აღწერს აქ სიტუაციას, სამძებრო სამაშველო ოპერაციების დროს, შოვის თავზე გამოსახული ცისარტყელა… სიტყვებით ვერ აღვწერ, ტრაგედიის პარალელურად, როგორი მეგობრობის და სიკეთის მაგალითები ვნახე რაჭაში“, – ამბობს სალომე ჯაფარიძე „კვირის პალიტრასთან“.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები