,,მაგარო ბიჭო, ეს რა მოგსვლია, როგორ მოგერია სტიქია? გული გამისკდება ტკივილით..." - როგორ ემშვიდობებიან შოვში დაღუპულ ახალგაზრდას

05-08-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

შოვში დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. ის გიორგი გოგინაშვილია.

დაღუპულს, მეგობრები, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

ახალგაზრდა კაცს ორი შვილი დარჩა.

,,გიოო... ერთგულების, პატრიოტობის, ვაჟკაცობის და ღირსების ეტალონო. ყოველთვის იქ იდექი, სადაც შენს სამშობლოს სჭირდებოდა. მაგარო ბიჭო, ეს რა მოგსვლია? როგორ მოგერია სტიქია?

მეამაყები გიო და მეამაყება ჩემს ბიჭებს შენნაირი მეგობარი რომ ჰყავდა. გამისკდება ეს გული ტკივილით".

„არ ვიცი, არ მჯერა და არ მინდა დავიჯერო, ჩემო გმირო ძმაო! ორი შვილის მამავ და საოცარი ადამიანო, რომ გარდაიცვალე...“, – წერს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციის წყარო: primetime.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები