დღის ბოლოს - უახლესი ინფორმაცია შოვიდან, სტიქიის ზონიდან
სტიქიური უბედურება, რომლის მსგავსიც საქართველოში ათეულობით წლებია არ მომხდარა - მიწა, ქვა- ღორღი, ხე-ტყე, ღვარცოფი - შოვი უზარმაზარი მასითაა დაფარული. კურორტი ფაქტობრივად აღარ არსებობს.
ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 11 ცხედარი, დაკარგულად ითვლება და ეძებენ 25 ადამიანს, მათ შორის არიან ბავშვები.
იმის გამო, რომ შოვი მოწყვეტილია გარე სამყაროს, დაღუპულების გადმოსვენება ვერტმფრენით ხდება. ვერტმფრენებითვე მოხდა სტიქიის ზონიდან დღეს დილით, 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება.
შოვში ყველა ტურისტული ობიექტი განადგურებულია. წაღებულია გზები და 2 ხიდი. კურორტი 30 საათია გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
მაშველებს, ჯარს, მოხალისეებს - რამდენიმე მეტრიან ტალახში უწევთ ადამიანების ძებნა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები