"სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი აღარაა" - მღებრიშვილი

04-08-2023
გიორგი ზ.
Aa

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში იმ ადგილას, სადაც კოტეჯები მდებარეობდა, ახლა "ფაქტობრივად არაფერი აღარაა".

მისივე თქმით, ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება, თუმცა მიწის მასის სქელი ფენის გამო მაშველებს გადაადგილება უჭირთ.

"სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი აღარაა.

არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით იმ ადგილებამდე იმიტომ, ძალიან სქელი ფენაა მიწის მასის და იფლობიან ადამიანები, ჩვენი მეხანძრე მაშველები.

სწორედ მაგიტომ ხდება ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და მივიდეთ იქამდე"- თქვა მღებრიშვილმა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები