ავარია საქართველოში, დაიღუპა 2 ახალგაზრდა - რა მოხდა შემთხვევის ადგილზე

03-08-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

არსებული ინფორმაციით, Ford-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი Opel Corsa-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

წყარო: მთავარი არხი


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები