“კატეგორიულად ვაფრთხილებ მშობლებს, ვისაც ბავშვი ზღვაზე მიჰყავს…”, - ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე
უსაფრთხოა თუ არა წელს ბავშვებისთვის ზღვაზე დასვენება - ამ თემაზე, პედიატრი, თემურ მიქელაძე, გადაცემაში „პირადი ექიმი, მარი მალაზონია“ საუბრობს.
„ვჯერდებით იმ მონაცემებს რაცაა ქვეყნის ზოგადი მონაცემები, რომლებიც გვაძლევენ რეკომენდაციებს, რომ ახლა, ამჟამად ზღვის წყალი არის სუფთა და შეიძლება ბანაობა. უბრალოდ ჩვენ ვაძლევთ ჰიგიენური ნორმების დაცვის რეკომენდაციებს.
კატეგორიულად ვაძლევთ რჩევას, რომ ბავშვებმა მალფუჭებადი საკვები არ მიირთვან. როგორიცაა სიმინდი, თხილეული და ა.შ. განსაკუთრებით არასწორად შენახული პროდუქტები“,- ამბობს თემურ მიქელაძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები