"რთული დღეები გადავიტანეთ, მაგრამ ახლა მინდა გითხრათ, რომ...", - სასიხარულო ინფორმაცია 18 წლის გოგოზე
18 წლის მარიამი, რომელსაც მშობიარობა გაურთულდა და კომაში იყო, ახლა კარგადაა. მას გოგონა შეეძინა.
მარიამის მეგობარი ბექა არჩვაძე საზოგადოებას მადლობას უხდის ყურადღებისთვის. როგორც ის ამბობს, მარიამის მდგომარეობა სტაბილურია და ანალიზებიც ნორმაშია. ნერვიულობა გადავლახეთ. მძიმე დღეები გავიარეთ და ყველაფერი კარგადაა. მადლობა ყველას. მთელ საქართველოს. საავადმყოფოს ეზოში ხალხი არ ეტეოდა. სისხლის ჩასაბარებლად იმდენი ადამიანი მოვიდა“,- ამბობს ბექა არჩვაძე.
ცნობისთვის, 18 წლის გოგონას მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ გართულდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები