„7 წლის შვილი დაეღუპა შარშან და...", - რა ინფორმაცია ვრცელდება დაღუპულ ქართველ ბიზნესმენზე

01-08-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

კომპანია "ხარებას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ლიპარტიანი-ხარებავა გერმანიაში გარდაიცვალა. ხარებავამ კომპანია ძმებთან ერთად დააარსა და ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობასთან ახლოს  სასტუმროს კომპლექსს აშენებს. ახლობლების ინფორმაციით, ბიზნესმენი ბოლო დროს მძიმე სენს ებრძოდა. 

„გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენოთ ახლადშესვენებული ვახტანგ ლიპარტიანი-ხარებავა. სამშაბათს საღამოს 20:00 საათზე დავასვენებთ სვეტიცხოვლის ტაძარში. ",-ვკითხულობთ ერთ-ერთ ჯგუფში. ვახტანგ ლიპარტიანი-ხარებავას გამოსვენება მოხდება შაბათს, 5 აგვისტოს, 15:00 საათზე და სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალავენ.

"7 წლის შვილი გარდაეცვალა შარშან და სიმსივნემ და ნერვიულობამ შეიწირა",- გვითხრა ახლობელმა.


ინფორმაცია აღებულია საიტიდან: primetime.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები