"პოლიციელებმა ქართველს ურტყეს, ძირს დააგდეს და დააკავეს" - ვითარება ბათუმის პორტში
"პოლიციელებმა ქართველს ურტყეს, ძირს დააგდეს და დააკავეს", - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ რუსული საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე" ბათუმის პორტში აქციის ფონზე შევიდა.
ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც ქვეყანაში 800-ზე მეტი რუსის შემოსვლას აპროტესტებენ.
ცნობისთვის, ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10-მდე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები