ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს
ბათუმში, სადაც რუსული საკრუიზო გემის შემოსვლამდე მოქალაქეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, 9 ადამიანი დააკავეს.
შსს-ში ამბობენ, რომ "სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდა 9 პირი".
"აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს", - აცხადებენ სამინისტროში.
აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა.