"ნასვამი იყო... მართვის მოწმობაც არ ჰქონია..." - დააკავეს მძღოლი, რომელიც გლდანში ორსულს დაეჯახა
დღეს, გლდანში უმძიმესი ტრაგედია მოხდა. ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა, 25 წლის ორსული გოგონა გარდაიცვალა.
შემთხვევა დღისით მოხდა, როცა ახალგაზრდა ქალბატონი ქვეითად გადაადგილდებოდა მას სწრაფად მიმავალი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
პირი, რომელიც საჭესთან იჯდა უკვე დააკავეს.
თვითმხილველების თქმით, მძღოლი ნასვამი იყო და მართვის მოწმობაც არ ჰქონდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები