"ერთი წლის პატარას დედა არ დაუბრუნდა სახლში...მაღაზიაში გასული ხალხო..." - გლდანში მომხდარი უმძიმესი შემთხვევის დეტალები
დღეს, გდლანში უმძიმესი ტრაგედია მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ორსულუ გოგონა ემსხვერპლა.
“ჯერ ტრაილერს დაეჯახა, გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა და მერე იმას შეაფრინდა, რამდენჯერმე დაარტყა, მერე გაზის მილებს დაეტაკა, ახალგაზრდა, ორსული გოგო იყო, 25 წლის. უკანა კორპუსში ცხოვრობს. ძალიან ჩქარა მოდიოდა, ფხიზლები არ იყვნენ, ვინც საჭესთან იჯდა, მართვის მოწმობაც არ ჰქონია“, – ამბობს თვითმხილველი.
“დღეს ერთი წლის პატარას დედა არ დაუბრუნდა სახლში. სიყვარულით გაზრდილი შვილი დედას არ დაუბრუნდა მაღაზიაში გასული .სიყვარულით სავსე მეუღლეს თავის საყვარელი ცოლი არ დაუბრუნდა სახლში მაღაზიაში გასული ხალხო,მაღაზიაში. ღმერთო რა კოშმარია. დღეს გლდანს აზანზარებდი დედის კივილი გასკდა გული. ალბათ უკვე რამდენჯერ მოისაკლისა ერთი წლის პატარამ დედა ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ საღ გონებაზე ვერ ვდგები უფალმა გამძლეობა მოგცეთ ოჯახს ულამაზესი გოგოს სული თავის ჯერ არ დაბადებულ ბავშვებთან ერთად გაანათლოს უფალმა."