"ხალხის საყვარელი მეფეები არიან თამარი და ერეკლე - ორი ყველაზე წარუმატებელი ჩვენი მეფე..." - ლევან ბერძენიშვილი

28-07-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

ლევან ბერძენიშვილმა საქართველოს მეფეებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. ამჯერად, მან თამარ მეფეზე და მეფე ერეკლზე ისაუბრა.

„თქვენ შეიძლება თქვათ, ვინ არის გიორგი ბრწყინვალე, რომლის დროსაც დავკარგეთ ნახევარი საქართველო. თამარ მეფე, მაგაზე ლაპარაკიც არ მინდა, ეს იყო კატასტროფა ჩვენს ისტორიაში, თამარის მეფობა, ის იმდენად არასწორი იყო ქრისტიანული თვალსაზრისით, რომ შეეჯახა ერთმანეთს მეფობა და რელიგია და საქართველო დაიბნა.

 ვეფხისტყაოსანში ხომ წერია, რომ ქალი არ უნდა იყოს მეფედ, ხომ წერია, რომ ტარიელი გამეფდა, ავთანდილი გამეფდა, თინათინი და ნესტანი ხომ არ გამეფებულა? ანუ, ვეფხისტყაოსანმა პირდაპირ დაწერა, სწორი რა არის და სწორი რა არ არის. დის მკვლელობა, ქაჯეთში გაგზავნა და ა.შ. სწორი რომ არ არის, ეს საქართველოს ისტორიაა ყველაფერი. საქართველოში ხალხის საყვარელი მეფეები არიან თამარი და ერეკლე - ორი ყველაზე წარუმატებელი ჩვენი მეფე“ - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები