“ერთადერთი რამ მინდოდა”, - რას წერს ექიმი რომელმაც მიტოვებულ ჩვილზე ინფორმაცია გაავრცელა
პირველი სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების ხელმზღვანელი, დიანა ხონელიძე, რომელმაც მიტოვებულ ჩვილზე ინფორმაცია გაავრცელა, სოციალურ ქსელში წერს.
„უამრავი კეთილი ადამიანი გამოეხმაურა პოსტსს, ბევრმა პირადში მომწერა. ზოგმა კვება, ზოგმა ნივთები შემოგვთავაზა. ზოგმაც კიდევ წაყვანის სურვილი გამოხატა. მადლობა ასეთები რომ არსებობთ.
საერთოდ სხვა რამეს ემსახურებოდა ეს. დახმარებას არ მითხოვია. ყველაფერი აქვს. რათქმაუნდა შეუძლებელია სამშობიაროდან იშვილოთ. წლებია უკვე ასე არ ხდება.
პოსტი იყო ზნეობაზე, დედობაზე, ადამიანობაზე...
ქეთის, ვაკოს და კონსტანტინეს დედის პოსტი იყო და არა დიანა ექიმის(((( გასაკვირია ოფიციალური გვერდების ასეთი დაინტერესება, ეს ხომ არაა პირველი, არც იშვიათია და სამწუხაროდ არც უკანასკნელია. პოსტი ავიღე, მე ჩემი გულის ტკივილის გაზიარება მინდოდა და არა სეირი და ზეიმი, რომელიც მოაწყვეს.
პს. ყველას ვერ ვუპასუხებ პირადში. მადლობა კიდევ ერთხელ გულისხმიერებისთვის!“ - წერს დიანა ხონელიძე.