ქართული საშვი რუსულ ავტომობილზე - რა ინფორმაცია ვრცელდება სოც.ქსელში

25-07-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა გვერდმა, კერძოდ, "ჩემი ქალაქი მკლავს", დადო ფოტო, სადაც ჩანს, რომ რუსულ ნომრიან ავტომობილს ქართული საშვი ჰქონდა.

ფოტოს მიხედვით, საშვის გამცემი „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობაა“, თუმცა გადამოწმების შედეგად, ინფორმაცია არ დადასტურდა. 

„განახლება: დაგვიკავშირდნენ მოძრაობიდან და გვითხრეს რომ ეს მათ მიერ გაცემულისაშვი არ არის, შესაბამისად ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს შესაბამისმა სამსახურმა

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები