"სამ უდანაშაული ადამიანს ოცი კაცი გვესროდა..." - როგორ გადაურჩა ქართული ხმების წევრი სიკვდილს
"ქართული ხმების" წევრმა კახა გრიგალაშვილმა ჟურნალ სარკესთან წარსული 90-იანი წლები გაიხსენა.
"კახა გრიგალაშვილი: 1991-92 წლების ზამთარი იყო, ომის პერიოდი. ბიჭები ერთ-ერთი სახლის სხვენზე ავედით და მოვლენებს იქიდან ვაკვირდებოდით. საკმაოდ პატარები, დაახლოებით 14 წლისანი ვიქნებოდით. სატვირთო მანქანამ ჩამოიარა, სადაც ოცამდე შეიარაღებული კაცი იჯდა. თუ არ ვცდები, ციხიდან პატიმრების გასათავისუფლებლად მიდიოდნენ. სახურავზე სამნი ვისხედით. როგორც ჩანს, ამ მამაკაცებს სნაიპერები ვეგონეთ და სროლა დაგვიწყეს. კბილებამდე შეიარაღებულები იყვნენ."
– როგორ მოახერხეთ მათგან თავის დაღწევა?
– "ალბათ ბავშვური სისხარტით. ისიც დაგვეხმარა, რომ იქაურობას კარგად ვიცნობდით. როცა მივხვდით, რა გველოდა, გაქცევა დავაპირეთ და წამის მეასედებში სროლაც ატყდა. მადლობა უფალს, თავის დაღწევა შევძელით, თორემ დღეს ცოცხლები აღარ ვიქნებოდით."
"აბსოლუტურად უდანაშაულო სამ ბავშვს ოცი კაცი გვესროდა. გაოცება, გაკვირვება, ყველაფერი ერთად დამეუფლა. შიშის გრძნობა მერე უფრო გამიჩნდა, როცა ეს ყველაფერი გავაანალიზე. ჩვენი მიმართულებით დაახლოებით 200-300 ტყვია წამოვიდა. მთელი შემართებით გვესროდნენ. შეეშინდათ, ეგონათ, რომ რაღაცას ვუპირებდით. კიდევ კარგი, მალევე ჩაიარეს. ახლა შარდენის ქუჩა რომ ამოდის, იქ მოხდა ეს ყველაფერი."
"მას შემდეგ ვცდილობ, სახურავზე არ ავიდე. თუ ავდივარ, სულ ქვემოთ ვიყურები, ვიღაცას თვალში ცუდად რომ არ მოვხვდე." - ამბობს კახა გრიგალაშვილი.