100, 300 და 600-ლარიანი ჯარიმები - რა დარღვევებზე კონტროლი ამოქმედდება სექტემბრიდან

22-07-2023
გიორგი ზ.
Aa

სექტემბრიდან გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.

დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში - 600 ლარით; 

იურიდიული პირი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში - 1 500 ლარით, ხოლო დამატებითი განმეორების შემთხვევაში - 3 000 ლარით.

გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები განახორციელებენ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები