სეტყვის შოკისმომგვრელი კადრები, დაშავებულია 110 ადამიანი, ხოლო ერთი ადამიანი დაიღუპა - იტალია სტიქიას ებრძვის

21-07-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში ძლიერი სეტყვა და ქარია. ინფრომაციას CNN ავრცელებს. გუბერნატორის თქმით, რეგიონში მოულოდნელად ძლიერი ქარი ამოვარდა და ტერიტორიაზე "ჩოგბურთის ბურთის ზომის სეტყვა წამოვიდა".

 წყაროს ინფორმაციით, 10 სანტიმეტრის დიამეტრის ბუნებრივი ნალექისგან დაახლოებით 110 ადამიანი დაშავდა, ველოსიპედით მოძრავი კაცი კი, რომელსაც ქარიშხალმა გადაურა, გარდაიცვალა.   საგანგებო სიტუაციების სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადები საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული.

 შეგახსენებთ, ამის პარალელურად რომში, ათენში და ევროპის სხვა ქალაქებში ბოლო რამდენიმე დღეა რეკორდულ სიცხეებს ებრძვიან.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები