„მას კარგად ვიცნობდი... ხშირად მოდიოდა ჩვენთან“ - ვრცელდება პატრიარქის სამძიმრის წერილი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ომარ მხეიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა.
„ქართველ ხელოვანთა რიგებს კიდევ ერთი ადამიანი-ლეგენდა, ქართული ცეკვის ვირტუოზი, ბატონი ომარ მხეიძე გამოაკლდა.
მას კარგად ვიცნობდი, რადგან ხშირად მოდიოდა ჩვენთან და თავისი შემართებით, ქვეყნის სიყვარულით, მონდომებით … გამოირჩეოდა.
ღმერთმა აცხოვნოს ბატონი ომარის უკვდავი სული და წიაღი აბრაამისა დაუმკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა“,- ნათქვამია გავრცელებულ წერილში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები