"ახლა ზეცაში წამოვიდა დედი, შენთან.. .მოვა და ჩაგეხუტება და იგრძნობ დედი, როგორ მტკივა უშენობა" - შვილმკვდარი დედის ემოციური პოსტი
ზესტაფონში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის კლასელის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
,,სალოო, 15 მაისს ბოლო ზარი დაირეკა შენი კლასელებისთვის დეე, ხო და მოვიდნენ შენი ბავშვები შენთან, მოგიტანეს ულამაზესი თაიგული და თეთრი პერანგი, თბილი სიტყვებით მოხატული.
თორნიკეც იყო დეე...
ახლა ზეცაში წამოვიდა დედი, შენთან...
აუცილებლად მოვიკრებ ძალას, მივალ და ჩავეხუტები დეე, გამოვატან შენთან სითბოს დედი, ჩემ ცრემლს და სიყვარულს, მოვა და ჩაგეხუტება და იგრძნობ დედი, როგორ მტკივა უშენობა და როგორი ტკივილით ვცხოვრობ, როგორ ვერ ვეგუები უშენობას, რა ძალიან მიჭირს დეე.
თქვენ შემოგევლეთ მეე, ანგელოზებად მოვლენილებო, ამ ქვეყნად...
სული მეწვის თოკოს დედის ცოდვით...
ვიცი, ახლა არანაირი თანაგრძნობა არ მივა მისი დედის გულთან, ვიცი და მენანება ამ ტკივილისთვის...
შეხვედრამდე, ჩვენო ანგელოზო შვილებო, სალომე გლოველი, თორნიკე მესხი", - წერს სალომე გლოველის დედა, მარი გლოველი სოციალურ ქსელში.