"ეს რომ გაეკეთებინათ, პატარა ბიჭი შეიძლება, ისევ თავის დედასთან ყოფილიყო..." - რას წერს ჩაქვში მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველი
დღეს ჩაქვში დიდი ტრაგედია მხოდა.
ერთ-ერთი სასტუმროს აუზში 5 წლის მოზარდი დაიხრჩო. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი თვითმხილველი წერს.
"დღეს ჩემი ფანჯრების წინ 5 წლის ბიჭი დაიხრჩო აუზში, ჩაქვში – სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში….
– სასტუმროს, რომ თითოეულ აუზზე გამოყოფილი მაშველები ჰყოლოდა, რომლებიც გააკონტროლებდნენ აუზის ტერიტორიას.
– სასტუმროს, რომ კვალიფიციური მედ პუნქტი ჰყოლოდა, რომელსაც ეცოდინებოდა ხელოვნური სუნთქვის სწორად გაკეთება.
– სასწრაფო, რომ 30 წუთის დაგვიანებით არ მოსულიყო.
– სასწრაფოს, რომ თან ჰქონოდა ინტუბაციის აპარატი და მხოლოდ ადრენალინი არ გაეკეთებინათ ბავშვისთვის.
პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო" - წერს იგი.