დაღუპულია საქართველოს მოქალაქე - მორიგი ტრაგედია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა აალაპარაკა
პოლონეთში ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
პოლონეთში ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
პოლონური მედიის ცნობით, შემთხვევა კვირას, საღამოს საათებში ვისკოკში მოხდა. გარდაცვლილია მძღოლი, 44 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და მისი მგზავრი, 40 წლამდე მამაკაცი, რომლის ვინაობაც უცნობია.
არსებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები