გორში მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

18-07-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

გორში, კომბინატის დასახლებაში, მესამე სართულიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, Qartli.ge ავრცელებს და წერს, რომ ამ წუთებში ბავშვს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

სასწრაფოს დაგვიანების გამო, ბავშვი მამამ თავად წაიყვანა კლინიკაში. რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონოდ იყო, შემდეგ ტირილი დაიწყო", - ამბობს გამოცემასთან თვითმხილველი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები